კომპიუტერის დაცვა

საქართველოში ისევე როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში კომპიუტერების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს ან აკლია ე.წ უსაფრთხოების პატჩები ან არ აქვს დაინსტალირებული (ან გააქტიურებული) ფაერვოლი (Firewall); კომპიუტერებს აქვთ ანტი-ვირუსული დაცვა, რომელიც გამორთულია ან ვადა აქვს გასული, ან საერთოდ არ აქვს მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფა.
მომხმარებლებს არ ანაღვლებთ ეს საკითხი, რადგან არ იციან მისი მნიშვნელობის შესახებ; მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ამ საკითხზე (ფაერვოლები, პაროლები, შიფრირება, ავტორიზებული დაშვება, ანტი-ვირუსები, ანტი-შპიონები ა.შ.), ერთ დაუფიქრებელ ან ბოროტ მომხმარებელს შეუძლია სერიოზული პრობლემების წამოჭრა, რადგან კომპიუტერის მომხმარებელებს არ აქვს სათანადო ცოდნა ინტერნეტის უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ.
ბევრმა არ იცის იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მათ კომპიუტერებს და პირად მონაცემებს ემუქრება. უფრო მეტიც, ისინი საფრთხეს უქმნიან პირად თუ კომპანიის მონაცემებს. სინამდვილეში, ბევრი ვერც კი ამჩნევს, რომ მათ სისტემებს რაიმე საფრთხე ემუქრება. ინტერნეტის მომხმარებლებს ხშირად არ აქვთ უსაფრთხოების სათანადო დაცვის სისტემები თავიანთ კომპიუტერებზე, რის გამოც ისინი ჰაკერებისა და სხვა კიბერ დამნაშავეთა ადვილ სამიზნედ ხდებიან. დაუცველი კომპიუტერიდან ინტერნეტში შესვლით მომხმარებელი ხდება სპამის, ვირუსების და მრავალი სხვა მავნე პროგრამების მსხვერპლი. შესაბამისად, დაუცველია ისეთი სერიოზული დანაშაულებისგან, როგორიცაა პირადი მონაცემების მოპარვა ან კომპიუტერში შენახული მნიშნველოვანი ინფორმაციის დაკარგვა, თუნდაც კომპიუტერის უკანონო მიზენბისათვის ბოროტად გამოყენება.
ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტის მომხმარებლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა მათ საკუთარ კომპიუტერებს შეეხება და მათ არ იციან ან არ ესმით, თუ როგორ შეიძლება დაუცველი კომპიუტერების გამოყენება კიბერ შეტევების განსახორციელებლად ან მავნე ვირუსული პროგრამების გასავრცელებლად. საჭიროა საზოგადოებისთვის სათანადო ცოდნის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლონ საკუთარი კომპიუტერები და იყვნენ პასუხისმგებლები თავიანთ მონაცემებზე. ამ საკითხთან დაკავშირებული რისკები მეტად მაღალია იმისთვის, რომ ადამიანებმა იგნორირება გაუკეთონ მას.
დაიცავით კომპიუტერული უსაფრთხოების მარტივი წესები და იყავით დაცული
გამოიყენეთ ანტი-ვირუსი (Anti-Virus)
ანტივირუსი უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას ვირუსებისაგან, მავნე და შპიონური პროგრამებისაგან. ასევე ხშირად გაანახლეთ ანტივირუსის ბაზები.
გამოიყენეთ ფაერვოლი (Firewall)
ფაერვოლი გიცავთ ინტერნეტისა და ქსელური საფრთხებისაგან, კომპიუტერში არასანქცირებული შემოღწევისგან.
გააკეთეთ ოპერაციული სისტემის და პროგრამების ხშირი განახლება (Updates)
მწარმოებლები ხშირად პოულობენ უსაფრთხოების პროგრამულ ხარვეზებს ან შეცდომებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებლის სისტემაში შესაღწევად ან დასაზიანებლად, ამის აღსაკვეთად ისინი ქმნიან განახლებებს.
გამოიყენეთ რთული პაროლი
რაც უფრო მეტი სხვადასხვა ასოს, ციფრის და სიმბოლოსგან შედგება თქვენი პაროლი, მით უფრო რთულია მისი გატეხვა და, შესაბამისად, მცირდება პერსონალურ მონაცემების დაკარგვის ან ბოროტად გამოყენების რისკი.
ყურადღებით გამოიყენეთ ელექტრონული ფოსტა
ელექტრონული წერილების საშუალებით ვრცელდება ვირუსები და მავნე პროგრამები, ამიტომ არ გახსნათ საეჭვო წერილები და მიმაგრებული ფაილები თუ თქვენ არ ხართ დაწმუნებული მის სანდოობაში, არ გახსნათ წერილში მითითებული არცერთი ლინკი (ბმული), წაშალეთ უცხო პირისგან გამოგზავნილი საეჭვო შინაარსის შემცველი ელექტრონული წერილი.
უსაფრთხოდ გამოიყენეთ ინტერნეტ ბრაუზერები
ინტერნეტში მუშაობის დროს კომპიუტერის ინფიცრება ვირუსით ან მავნე პროგრამით ძირითადად ხდება მომხმარებელთა უყურადღებობით. ჩვენ გირჩევთ, არ შეხვიდებთ საეჭვო ვებ გვერდებზე და არ გადმოიწეროთ სარისკო ფაილები. გამოიყენეთ ინტერნეტ ბრაუზერების ფილტრაციის და ბლოკირების ფუნციები.
გაიგეთ მეტი საფრთხეებზე და უსაფრთხოებაზე და იყავით დაცული !

 

”უსაფრთხოება არის პროცესი და არა პროდუქტი”

კომპიუტერის დაცვა

Lasha GeTto

Administrator at GeoCybers
GeoCybers.com წარმოადგენს დამხმარე ბლოგს! ბლოგის მიზანია ცოდნის ამაღლება კომპიუტერული უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის საკითხებში. ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიები არის აღნიშნული ბლოგის ინტელექტუალური საკუთრება.

Incoming search terms:

  • კომპიუტერის დაცვა
  • cyber portali
  • ვირუსის საფრთხე კომპიუტერისთვის
  • კომპიუტერის უსაფრთხოება და დაცვა
  • როუტერის გასწორება
  • უსაფრთხო შესვლა მოზილაში

დაეხმარე საიტს – eMoney – 360894639

  • beqa001

    romel antiviruss mirchet

    • http://geocybers.com/ Lasha

      ESET-ს, თუ ძლიერი PC გაქვს და არ გენანება Kaspersky IS ან PuRE

      • http://www.facebook.com/zviad.mikadze1 Zviad Mikadze

        რა ESET,ეგ თვითონაა ვირუსი :დ
        თუ უფასო გინდა MSE,ხოლო თუ მაინდამაინც დაქრაქული Kaspersky

    • http://geocybers.com/ [nemo]

      beqa001 dzma magalitad me kaspersky pure maq da kmayofili var… antivirusi avirhhie chemi kompiuteris monacemeebis mixedvit
      xo kide shenc tu chaiwer pures key filebi chemze iyos;)
      proc Intel Core i5-2500K

      ram 8gb

      video card hd 6770

      ram 640 gb

  • http://www.facebook.com/zviad.mikadze1 Zviad Mikadze

    MSE ჩემთვის საუკეთესოა
    თან უფასოა

    • http://geocybers.com/ [nemo]

      ra monacemebi gaqvs kompiuteris?

      • http://www.facebook.com/zviad.mikadze1 Zviad Mikadze

        2gb ოპერატიული,E5500 პროცესორი,gt220 ვიდეოკარტა ;(