windows -ის რეინსტალაციის შემდეგ

ვინდოუსის გადაყენება დღეს ძალიან ბევრმა იცის, პრობლემა ადრე იყო, გახდებოდა გადასაყენებელი და უნდა გაგეკითხა, მოგენახა ვინმე “კარგი ხელოსანი”, რომელიც დახედავდა ამ შენს კომპიუტერს და გეტყოდა: ერთ კვირაში 50 ლარი მოიტანე და წაიღებო.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო იმაზე თუ რა პროგრამები (იგივე ვინდოუსის აქტივაციის მინიმალური პაკეტი) უნდა დავაყენოთ კომპიუტერზე რომ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გვჭირდებოდეს კომპიუტერით რაღაცის გაკეთება და მაშინ დავიწყოთ პროგრამების ძებნა და მათი ინსტალაცია. მე პირადად ისე ვინდოუსის გადაყენება არ მეზარება, როგორც შემდეგ პროგრამების ინსტალაცია, რომლებიც მჭირდება ხოლმე.windows  ის რეინსტალაციის შემდეგwindows  ის რეინსტალაციის შემდეგ

დავიწყოთ სულ თავიდან:

გახარებულებმა წამოვიღეთ კომპიუტერი ხელოსნისგან რომელზეც რაღა თქმა უნდა 1 თვიანი ვინდოუსი აყენია, თუმცა კი ახლა ბევრგან შეხვდებით განცხადებებს სადაც 1 წლის გარანტიას იძლევიან მაგრამ სიმართლე გითხრათ და თუ ჭკვიანურად ავარჩევთ გამოსაყენებელ პროგრამებს ამ განცხადებების გამოყენება არასოდეს დაგვჭირდება.

პირველ რიგში გვჭირდება ბრაუზერი. (აბა ისე ინტერნეტში ვერ შევალთ). მაგრამ სანამ ინტერნეტში შევალთ და სასურველ ბრაუზერს გადმოვწერთ გვჭირდება NETWORK  დრაივერები.

  • რჩევა № 1 – აუცილებლად შეინახეთ რომელიმე ლოკალურ (ნებისმიერ იმ დისკზე რომელზეც ოპ სისტემა არაა დაყენებული) დისკზე. ესე უბრალოდ, თავის დროზე როცა ინტერნეტი ჩართეთ ალბათ მოსულმა ხელოსანმა დაგიყენათ და დატოვა კიდეც და ყურადღებით მოეპყარით ამ დრაივერებს. თუ მაინც წაგვეშალა მაშინ უახლოეს ინტერნეტ კაფეში მიბძანდით, და გუგლში ვეძებთ ასე: NETWORK/LAN DRIVERS FOR პროცესორის დასახელება.  თუ ნოუთბუქი გვაქვს შეგვიძლია პირდაპირ მწარმოებლის სახელი და მოდელი მივუთითოთ. საფიქრებელია, რომ ინტელის ან ეიემდის ოფიციალურ გვერდებზე გადახვალთ საიდანაც უპრობლემოდ დაქაჩავთ დრაივერებს, შემდეგ კი ფლეშდრაივით სახლში წავიღებთ.
  1. შენიშვნა: ვინდოუს 8-ს არც ქსელის და არც ვაი-ფაის დრაივერები არ სჭირდება.

ჩავთავლოთ რომ ინტერნეტში შესვლა პრობლემა აღარაა.  ბრაუზერების არჩევანი საკმაოდ დიდია მაგრამ რამდენიმეა მხოლოდ გაპიარებული და ჩვენც ესენი განვიხილოთ.

  • google chrome
  • opera
  • mozila firefox
  • safari
  • IE 9
  1. პირველ რიგში ყბადაღებული გუგლი ქრომი, უსწრაფეს ბრაუზერად აღიარებული. ისე დღევანდელ დროში სასაცილოც კია ბრაუზერის სიჩქარეზე საუბარი. საკმაოდ კარგი ბრაუზერი, განსაკუთრებით იმიტომ რომ ძალიან იოლია თქვენს google ექაუნთს დაუკავშირდეთ და მუდმივად და პაროლების აკრეფის გარეშე შეხვიდეთ იუთუბის, ჯიმეილის, გუგლი პლიუსის ექაუნთებში. ასევე რასაც მე პირადად ქრომს მოვუწონებ არის მისი შესაძლებლობა ჩვეულებრავად გახსნას ქართული შრიფტი, თუ ქრომით გახსნილ შრიფტებს მივეჩვევით სხვა ბრაუზერებში ნაჩვენებ შრიფტებში განსხვავებას იოლად შევამჩნევთ. მოკლედ, ვაყენებთ ქრომს.
  2. ოპერა: ბრაუზერი რომელიც მხოლოდ იმიტომ მოსწონთ რომ არ მოსწონთ ქრომი. სიჩქარეს ხაზს არ გავუსვამ, უბრალოდ ვიტყვი რომ საშუალო დონის კომპიუტერზე უახლეს ვერსიებს ჩატვირთვა საკმაოდ უჭირთ (განსაკუთრებით მაშინ თუ სისტემური დისკი გადატვირთულია) თან შრიფტი რაღაც გამაღიზიანებლად იხსნება. რაც მომწონს არის ის რომ უამრავ გვერდს ანთავსებს კონსოლზე, თუმცა კი ბევრი გვერდი ჩატვირთვას კიდევ უფრო ახანგძლივებს. მე პირადად ოპერაზე უარს ვამბობ.
  3. მოზილა, ამუშავებს უამრავ ტოლბარს თითქმის ისეთივე სწრაფია როგორც ქრომი, თანაც სხვა ბრაუზერებთან შედარებით უსაფრთხო. მოზილას აუცილებლად ვაყენებთ. (უახლეს ვერსიას რა თქმა უნდა)
  4. საფარი, იყენებს იგივე ძრავს რასაც ქრომი მაგრამ ახლოსაც ვერ მივა, უბრალოდ საფარში მოგეწონებათ ელეგანტური და მარტივი ინტერფეისი.
  5. იე 9 ბრაუზერი რომელსაც აღარ სცემენ პატივს, არადა იე 10 საკმაოდ სწრაფი და ელეგანტური ბრაუზერია. მე პირადად იე 10 ძალიან მომწონს, ჩატვირთვითაც დაკლიკებისთანავე იტვირთება.  (2 გიგაჰერცი აქვს ჩემს პროცესორს ბირთვის სიხშირე).

საბოლოოდ: ვაყენებთ ქრომს, მოზილას და ინტერნეტ ექსპლორერი ისედაც აყენია უკვე.

ახლა გვინდა ანტივირუსი. აქ არჩევანი ძალიან დიდია:

  • avast
  • avira
  • avg
  • eset nod 32
  • norton 360
  • კასპერსკი
  • ms essentials

აქ ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ, უბრალოდ, როგორც ვიცით ანტივირუსები არის ფასიანი და ან უნდა ვიყიდოთ ან ინტერნეტში ვეძებოთ კეიგანები – ორივე არასასურველი პროცესია.  როცა კომპუტერი იყიდეთ მაშინ უნდა მოყოლოდა ერთი დისკი რომელსაც სავარაუდოდ ვინდოუს შვიდი უნდა ეხატოს, სწორედ იქაა ჩვენი უფასო ანტივირუსი. სავარაუდოდ ნორთონ 360 – საკმაოდ ძლიერი ანტივირუსი რომელიც განახლების შემდეგ საიმედოდ დაიცავს თქვენს კომპიუტერს.

  1. რჩევა № 2 – თუ თავს გეიმერად თვლით ნორთონს ნუ დააყენებთ.

მაგრამ თუ ეს დისკი არ გვაქვს და არც გვინდა რომ ფასიანი ანტი ვირუსი გვეყენოს რომელიც ერთ თვეში წასაშლელი გახდება – ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია avira free antivir მე პირადად ამას ვხმარობ, უფასოა, რეალურ დროში აკონტროლებს სისტემას და რაც მთავარია საერთოდ არ “გრუზავს” კომპიუტერს განსხვავებით სხვა ანტივირუსებისგან. მოკლედ ვაყენებთ avira-ს.

აქ ჩამოთვლილი ანტივირუსები, ყველა საკმაოდ კარგია მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ, ამიტომაც ვეძებთ უფასოს და მარტივს.

გავაგრძელოთ!

ყოველმიზეზ გარეშე ვაყენებთ არქივს. გუგლში ვეძებთ win rar download და პირველივე ლინკიდან ვტვირთავთ ოპ სისტემის შესაფერის 64 ან 32 ბიტიანზე მორგებულ არქივს.

ვიდეო-აუდიოფლეიერები: აქაც დიდი არჩევანი გვაქვს:

  • GOM
  • MEDIA PLAYER CLASSIC
  • PLASH PRO EX  HD
  • KANTARIS
  • SMPLAYER

აქ რა ხდება ეხლა: გომი – ყველასთვის ცნობილი ფლეიერი, რომელიც საკმაო შემთხვევებში გვიმტყუნებს ხოლმე. ძირითადად გვადგება მაშინ როდესაც იმ ფაილებს ვხსნით რასაც ms video player-ი ვერ უმკლავდება. 3gp ფაილებს და ა.შ. (ძირითადად დაბალი ხარისხის).

ვაყენებთ ორ პლეიერს, ერთი აუცილებლად არის მედია ფლეიერ კლასიკი, ჯერ არ შემხვედრია ვიდეო ფაილი რომელიც ამ ფლეიერს არ გაეხსნას, მითუმეტეს კოდეკებიც ბევრია მისი და ჩამატებაც შეიძლება.

ფლეშ პრო ექსი – ჩემი აღმოჩენა უმკლავდება ძალიან ბევრ ფორმატს, გააჩნია რაღაც სხვა, მირილის ტექნოლოგია თუ რაღაც ( ეს მეც ვერ გავარკვიე წესივრად windows  ის რეინსტალაციის შემდეგ ) მაგრამ სამწუხაროდ ფასიანია.

კანტარისი – აქვს ძალიან ლამაზი ინტერფეისი და მეზობლებს არ დაუვარდება კოდეკებში.

ესემფლეიერი უბრალოდ დავწერე – მას არ ვაყენებთ. მეორე ფლეიერად ჯობია მაინც გომი დავაყენოთ და რეგულარულად გავაახლოთ ხოლმე.

აუდიოფლიერი: უბრალოდ დააყენეთ AIMP2 ქართული ინტერფეისიც აქვს და ყველანაირ აუდიო ფაილს ხსნის.

 

აუცილებლად დაგვჭირდება ms office ან მსგავსი პროგრამული პაკეტი – ერთერთია libreoffice 3.6.4 RC 3 მაგრამ ჯობია მაიკროსოფტის ოფისი დავაყენოთ – უბრალოდ დაგუგლეთ და გადმოწერეთ დაკრეკილი ვერსია. ინტერნეტში ბევრგან დევს.

შემდეგ გვჭირდება PDF  ფაილების გამხსნელი პროგრამა აუცილებლად. არჩევანი:

  • ADOBE READER
  • FOXIT READER
  • NITRO 7

სამივესთან მაქვს შეხება და დამიჯერეთ ადობე ყველას ჯობია. ვაყენებთ ადობე რეადერ 11-ს.

ცოტა გავფოტოშოპდეთ.  ფოტოების რედაქტირებისთვის დღეს უამრავი ფოტოშოპი ან რაღაც მსგავსი პროგრამა არსებობს.

PICASA 3 – მარტივი და უფასო ფოტოედიტორ-მიმომხილველია, რომელიც აუცილებლად უნდა დავაყენოთ.

გართობისთვის კარგი პროგრამაა FACE OFF MAX რომელიც სახეებს ანაცვლებს მხოლოდ, მაგ: შეგიძლიათ მონალიზას პორტრეტზე თქვენი მეგობრის სახე ძალიან ბუნებრივად ჩააყენოთ და ასე შემდეგ.

რითი გადავუღოთ დესკტოპს ვიდეო და ფოტო?

ვიდეოს გადასაღებად მე პირადად ვიყენებ ZD soft recorder-ს ძალიან კარგი პროგრამა რომელიც ვიდეოს უღებს როგორც დესკტოპს, ისე თამაშებში, იუთუბზე ჭრის სასურველ მონაკვეთებს და მას იღებს და გამოსახულებას იღებს პირდაპირ კამერიდანაც.

ფოტოების გადაღებას რაც შეეხება – ვინაიდან screen shot პროგები თითქმის ყველა ფასიანი, ჩვენ კი არ გვინდა ყიდვის მოთხოვნებმა შეგვაწუხოს გამოვიყენოთ snipping tool რომელიც ვინდოუსს მოსდევს და შეუძლი ნებისმიერ ზომის მონაკვეთი მოჭრას ეკრანიდან და .jpj, gif, ან ნებისმიერ სხვა ფოტოფორმატად შეინახოს.

აუდიო ვიდეო ფაილების დაჭრა-კონვერტირება:

ამ საქმეში შეუცვლელად მიმაჩნია wondershare video convetr-ი რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პლეიერადაც იმიტომ რომ ყველანაირ ფორმატს ხსნის თითქმის. აკონვერტირებს სწრაფად და თითქმის ყველა ფორმატად, როგორც ვიდეო ისე აუდიო ფაილებს, შეუძლია დაჭრა (შეერთება არა) და რამდენიმე ეფექტის დადებაც. ვიდეოს ამოტრიალება და მასზე წარწერის გაკეთება.

ვიდეო-აუდიოფაილების საფუძვლიანი ედითირება:

აქ შეუდარებელია sony vegas-ი, მართალია ეს სტატია მოკვდავ იუზერებზეა და სონი ვეგასი კი პროფესიონალური პროგრმაა თანაც ფასიანი (თუმცა კარგი კრეკები არსებობს მისი და ეს პრობლემა არაა) მაინც კარგი იქნება მას თუ დავაყენებთ.

  • ერთი შეხედვით ძნელად მოგეჩვენებათ მაგრამ ძალიან იოლი შესასწავლია – ძალიან ბევრი გაკვეთილია მისი ინტერნეტში.
  • თუ სტუდენტი ხართ საშუალება გექნებათ პრეზენტაციებისთვის უსაზღვროდ იფანტაზიოროთ.
  • თუ როდისმე დაგჭირდათ პროფესიონალური სლაიდშოუს დამზადება, ან რაიმე ვიდეოების გადაბმა, ხარისხის გაუმჯობესება, სხვადასხვა მინიფილმების აწყობა და თქვენ ეს პროგი იცით – დამიჯერეთ საკმაო ფულს დაზოგავთ.

სლაიდშოუებისთვის კარგი იქნება ashampoo hd slideshow დააყენოთ (ბევრი ამისთვის პრეისტორიულ ვინდოუს მეიკერს იყენებს) მართალია 30 დღიანია, მაგრამ შესაძლებელია ამ ვადის კიდევ 40 დღით გახანგძლივება. ან სულაც კრეკის მონახვა. ძალიან გამოსადეგი პროგრამაა ამ საქმეში, მითუმეტეს ქართული ინტერფეისიც აქვს. მოკლედ ამ ორ პროგსაც ვაყენებთ.

სხვადასხვა ფაილების დისკზე ჩაწერა:

ამ საქმეში ორი უდავო ლიდერი არსებობს – nero burning studio და ashampoo burning studio ორივე ძალიან კარგი პროგია, ორივე უფასო (ნერო 7 და ნერო 9 ყოველშემთხვევაში), მაგრამ ნერო მაინც ჯობია თუმცა კომპიუტერისაგან საკმაო რესურსებს მოითხოვს, მაშინ როდესაც აშამპუს უმნიშვნელო სისტემური მოთხოვნები აქვს. ერთი სიტყვით და ორი გაგებით თემატიკიდან გამომდინარე: ჯობია ნერო მაგრამ ვაყენებთ აშამპუს.

სისტემის არასასურველი ინფორმაციისაგან გაწმენდა:

აღსანიშნავია რომ რეინსტალირებული ვინდოუსის რეესტრი სავსეა შეცდომებით და საჭიროა მისი გასუფთავება. ამ საქმეში ძალიან კარგი პროგრამაა CCleaner-ი გააჩნია ქართული ინტერფეისი, მარტივია, სწრაფია, წმენდს ბრაუზერების ქეშს, შლის დროებით ფაილებს,

ასუფთავებს რეესტრს შეცდომებისგან, ასრულებს uninstaler-ის მოვალეობებსაც, წმენდს დისკებს მთლიანად და საკმაოდ საიმედოდ. ამას პლიუს – უფასოა.

მთლიანად კომპიუტერის მონაცემების კონტროლი:

SPECCY – პატარა და უფასო პროგია, რომელიც გვაწვდის ყველანაირ ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ: მყარი დისკის ტემპერატურას,

ვიდეობარათის ტემპერატურას, ზომავს რეალურად ბირთვ[ებ]ის სიხშირეს და ა.შ. გააჩნია ქართული ინტერფეისიც. ამ პროგრამასაც აუცილებლად ვაყენებთ.

ონლაინ ვიდეო/აუდიოების დაქაჩვა:

internet download manajer – ცნობილი პროგრამაა გაგიგიათ ალბათ. windows  ის რეინსტალაციის შემდეგ ) მართალია ფასიანია მაგრამ დაკრეკილს იოლად იშოვით.

  1. შენიშვნა: როცა ამ პროგს დავაყენებთ, როგორც უკვე შევთანხმდით ორ ბრაუზერს ვაყენებთ იეს გარდა, შევდივართ ამ პროგრამის მოწყობაში (settings) და იქ მოცემულ ფანჯარაში ან ქრომს ან მოზილას “პწიჩკას” ვშლით. საქმე იმაშია რომ ამ პროგით ყველა უფასო ასატვირთიდან ფაილები არ იწერება. რომელ ბრაუზერსაც ამოვშლით იმით შეგვეძლება ჩვეულებრივ გადმოვწეროთ.

მოკლედ ესაა ის მინიმალური პაკეტი რაც სასურველია ყველა მოკვდავ იუზერს ეყენოს კომპიუტერში და რეგულარულად მოიხმაროს ისინი.

  • რჩევა: უფასო რჩევა – მას შემდეგ რაც ამ პროგრამებს შევკრებთ ისინი ჩავწეროთ სიდიზე ან დივიდიზე ზემოთ ნახსენები აშამპუთი ამას პლიუს ის network დრაივერებიც და საბოლოოდ დაისვენებთ რეეინსტალაციის შემდგომ იმ მოსაბეზრებელი პროცესისაგან რასაც საჭირო პროგრამების ძიება ჰქვია.

 

Incoming search terms:

  • windows გადაყენების შემდეგ საჭირო პროგრამები
  • პროგრამები windows ის გადაყენების შემდეგ
  • მუდმივი ვინდოუსი
  • ინტერნეტის დრაივერები
  • ვიდეოს ფაილის გამხსნელი
  • youtube არ იხსნება მოზილა
  • windows შრიფტ
  • drivers ნოუტბუქი
  • win sheqmna windowsi
  • video-ს ამოტრიალება
windows  ის რეინსტალაციის შემდეგ

Lasha GeTto

Administrator at GeoCybers
GeoCybers.com წარმოადგენს დამხმარე ბლოგს! ბლოგის მიზანია ცოდნის ამაღლება კომპიუტერული უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის საკითხებში. ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიები არის აღნიშნული ბლოგის ინტელექტუალური საკუთრება.

დაეხმარე საიტს – eMoney – 360894639

  • [nemo]

    გაღიარებ ძმაო! მაგარი პოსტია მართლა! ერთს გეტყვი კიდე რო მე მაინც ოპერას ვხმარობ არ მევასება ხრომე :დ

    • Nikusha0

      Shen Genacvale Nemo Mec Egre Var Rato Evasebat Es Chrome Ver Gavige :D

      • http://geocybers.com/ GeoCybers

        ოპერა თვითონაც მიხვდა თავის სისუსტეს და ქრომუიმის ძრავზე გადადის ;)

        • Nikusha0

          Da Sad Shemidzlia Shen Pm Dagikavshrde?

        • [nemo]

          vici shen dzmobas ficavar da mainc ar mevaseba :D

          • http://geocybers.com/ GeoCybers

            ისე მე FireFox -ს ვიყენებ (საკუთარი კონფიგურაციით)

          • [nemo]

            gaxsnili kodi asworebs :) ara?

          • http://geocybers.com/ GeoCybers

            :D

          • [nemo]

            :D

  • http://www.facebook.com/Mr.Shildeli არასერიოზული კაცი

    კარგი პოსტია, ყოჩაღ მოკვდავ იუზერს ;)