iOS საოპერაციო სისტემის არასანქცირებული მოდიფიკაცია არის ტელეფონის, მომსახურების და სხვა პრობლემების ძირითადი მიზეზი.
2010 წელს Apple -ის ტექნიკური მხარდაჭერის საიტზე პირველად გამოქვეყნებული გვერდი, რომელიც ეძღვნებოდა არაავტორიზებულ ცვლილებებს iOS-ის საოპერაციო სისტემაში, განახლდა 3 თებერვალს, რამდენიმე საათით ადრე iOS 6 Evasi0n-ის მიუბმელი ჯეილბრეიქის რელიზამდე.
ამ სტატიაში Apple აფრთხილებს iPhon-ებისა და iPad-ების მფლობელებს მოწყობილობების firmvare-ში არასანქცირებული მოდიფიკაციების შეტანის საფრთხის შესახებ. კომპანიის ოფიციალურ განცხადბებში ჯეილბრეიქის ოპერაცია ტრადიციულად ყალიბდება ასეთი საინტერესო ევფემიზმის სახით.
კომპანია Apple-ის მიერ შემუშავებული iOS-ის ორიგინალური ვერსია უზრუნველყოფს iPhone-ის, iPad-ის და iPod touch-ის საიმედო მუშაობას. ამ მოწყობილობების ბევრი მომხმარებელი ვერც კი აცნობიერებს iOS საოპერაციო სისტემის არასანქცირებული მოდიფიკაციისთვის (სისტემის გატეხვა) პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების რისკს. iPhone-ის, iPad-ის ან iPod touch-ის მომხმარებლები, რომლებმაც ამ პროგრამული უზრუნველყოფით ისარგებელეს, წააწყდნენ სხვადასხვა სახის პრობლემებს. iOS-ის გატეხილი ვერსიის გამოყენების შედეგად წარმოშობილი პრობლემების მაგალითები მოყვანილია ქვემოთ.
მოწყობილობის და დანართების არასტაბილური მუშაობა: საოპერაციო სისტემის ხშირი, მოულოდნელი შეფერხებები, მისი საკუთარი და სხვა მწარმოებლების დაყენებული დანართების გაჭედვა, მონაცემების დაკარგვა.
ხმისა და მონაცემების არასაიმედო გადაცემა: ზარების გაწყვეტა, მონაცემების ნელი ან არასტაბილური გადაცემა, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით ან არასწორად გადაცემა.
არ მუშაობს სხვადასხვა სახის მომსახურება: გატეხილ მოწყობილობებზე შეცდომით მუშაობას იწყებედნენ ან საერთოდ არ მუშაობდნენ სერვისები Visual Voicemail, YouTube, პროგრამები «ამინდი» და «აქციები». ამავე დროს დანართები, რომელებიც იყენებდნენ Apple-ის Push-შეტყობინებების სამსახურს, ვერ იღებდნენ მათ, ან იღებდნენ სხვა გატეხილი მოწყობილობებისთვის განკუთვნილ შეტყობინებებს. ანალოგიური სამსახურების მუშაობა, რომლებიც სარგებლობდნენ შეტყობინებების სამსახურით (MobileMe, Exchange და ასე შემდეგ) შესაბამის სერვერებთან მონაცემების სინქრონიზაციის დროს აგრეთვე არასტაბილური იყო.
უსაფრთხოების დონის დაქვეითება: უსაფრთხოების დონის დაქვეითებამ ჰაკერებს მისცა პირადი ინფორმაციის მოპარვის, უსადენო ქსელებზე იერიშის მიტანის, ზიანის მომტანი პროგრამული უზრუნველყოფისა და ვირუსების გამოყენების საშუალება, რომლებიც აზიანებენ მოწყობილობას.
ავტონომიური მუშაობის დროის შემცირება: პო-ს გატეხვა იწვევდა iPhone-ის, iPod touch-ის და iPad-ის მუშაობის დროის შემცირებას აკუმულატორის ერთ დატენვაზე.
შეუძლებელი გახდა პო-ს განახლება: ზოგიერთ შემთხვევაში არასანქცირებული მოდიფიკაციები იწვევდა iOS-ის საოპერაციო სისტემის შეუქცევად დაზიანებას. შედეგად კომპანია Apple-ის მიერ გამოშვებული iOS საოპერაციო სისტემის განახლებების დაყენებისას გატეხილი iPhone, iPad და iPod touch მოწყობილობები მაშინვე წყვეტდნენ მუშაობას.
source: apple.com
პ.ს არვიცი გაინტერესებთ თუ არა ჩემი აზრი! მაგრამ მე მაინც ჯეილბრეიკიანი მირჩევნია ოფიციალურს:)
Nemo
Latest posts by Nemo (see all)
- ექსკლუზივი? ის აქ არის INFINITY BLADE: DUNGEONS - May 19, 2013
- დაგებლოკა android-ის ტელეფონი Pattern Lock-ით? - May 14, 2013
- cydia-ს ტვიკები in action!!! ნაწილი (1) - May 10, 2013
- ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! - May 5, 2013
- Best Cydia Sources 2012/2013 By Nemo - April 27, 2013
Incoming search terms:
- როგორ შევქმნათ apple გვერდი ?
- qartuli hack
- აიფონ 5 ის პრობლემები
- როგორ შევქმნათ apple id?
- ევფემიზმის მაგალითები
- გატეხილი აიფონი
- qartuli klaviatura iphone 5
- qartuli apple saiti
- iphone 5 sydia ს დაყენება
- ipad თუ iped





