რამოდენიმე თვეა, რაც გამოვიდა iOs 6 (ხელმისაწვდომი იყო 6.0.1 თუმცა ახლა უკვე 6.1-იც) ჯაილბრეიკის უქონლობის გამო ბევრი ამბობდა, რომ iOs 5.1.1 აკმაყოფილებდათ და სრულებითაც არ აინტერესებდათ ის სიახლეები, რაც ახალ iOs-ს ჰქონდა, თან ყველაფერ ამას Installous-ის დახურვაც მოჰყვა! ხალხს იმედი გაუცრუვდა….. თუმცა…
გამოჩნდა “ნათელი სხივი” ჯეილბრეიკის სამყაროში ეს არის ახალი გუნდი. უძლიერესი ჰაკერების გაერთიანებით. მათ ჩვენ გვანახეს ფაქტები, იმისა რომ შესაძლებელია iOs6-ის დაჰაკვა (დაჯეილბრეიკება), ერთ-ერთმა წევრმა @planetbeing რამოდენიმე კვირით ადრე გამოაცხადა ახალი აიოსის გატეხვის შესახებ! თან დასძინა, რომ არ განაცხადებდა გატეხვის ხერხს, სანამ იოს 6 ის მთავარი ვერსია არ გამოვიდოდა, გულისხმობდა იოს 6.1.
რამდენიმე დღის წინ კი ოფიციალურად გამოქვეყნდა ინფორმაცია ჰაკერული ჯგუფის შექმნის შესახებ! ხაზგასასმელია, რომ ამ გუნდში მსოფლიოს წამყვან ჰაკრებს აქვთ თავი მოყრილი, ხელმისაწვდომია მათი ფსევდონიმებიც: Pod2g, MuscleNerd, Planetbeing და Pimskeks. მათ გუნდს უწიდეს: Evad3rs. ეს ინფორმაცია საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა თვითონ Pod2g:

«We (+ @MuscleNerd, @planetbeing и @pimskeks) are the @evad3rs. We don’t take any donations ATM, please don’t be fooled at donating to others».
«ჩვენ (მე , MuscleNerd, Planetbeing და Pimskeks) ვართ Evad3rs. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი ქველმოქმედება, და გთხოვთ არ ჩაიდინოთ სისულელე და არ გადაუხადოთ ფული სხვებს».
ასეთი ინფორმაციის გაგონებამ შეაზანზარა Apple-ს სამყარო.

თუმცა ცუდი ამბავიც უნდა გითხრათ… დაიშალა გუნდი Chronic Dev Team. ეს ინფორმაცია თვითონ ჯოშუამ «P0sixninja» ჰილმა მოგვაწოდა.
შეგახსენებთ, რომ Chronic Dev Team ფუნქციონირებდა 2009 წლიდან 2012 მდე. ამ ჟგუფის სპეციალისტებმა გამოუშვეს ისეთი შესანიშნავი პროგრამები, როგორებიცაა GreenPois0n და Absinthe, მათ ნახეს iOS 5.0.1-ის გატეხვის ხერხი, მათ პირველებმა დააჯეილბრეიკეს iPhone 4S და iPad 2.
ამ ნოტაზე ვამთავრებ ინფორმაციას… დარჩით ჩვენთან და გაიგეთ უამრავი ინფორმაცია ყველაფერზე რაც IT ტექნოლოგიებს ეხება.. მე კი უფრო Apple-ზე მოგაწოდებთ ამბებს
.
Nemo
Latest posts by Nemo (see all)
- ექსკლუზივი? ის აქ არის INFINITY BLADE: DUNGEONS - May 19, 2013
- დაგებლოკა android-ის ტელეფონი Pattern Lock-ით? - May 14, 2013
- cydia-ს ტვიკები in action!!! ნაწილი (1) - May 10, 2013
- ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! - May 5, 2013
- Best Cydia Sources 2012/2013 By Nemo - April 27, 2013
Incoming search terms:
- ios 6
- html5 banner maker
- ios 6 jailbreak funny pictures
- სხივი





